ვინირება
რა არის დენტალური ვინირები?
ვინირება გულისხმობს 0.2-0.5 მმ სისქის ფაიფურის ფირფიტებით კბილის გარეთა ზედაპირის დაფარვას, როგორც ერთი კბილის მიდამოში, ასევე ტოტალური რეაბილიტაციისას. ვინირების მეშვეობით შესაძლებელია კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი აქტიურად გამოყენება ესთეტიურ სტომატოლოგიაში და გვაძლევს საშუალებას ქსოვილის მინიმალური დანაკარგით დავაკორექტიროთ კბილები.
ჩვენება
რა შემთხვევაში კეთდება ვინირები?
არასასურველი ფერი
მისი უპირატესობა ფერის მდგრადობაა - თერაპიული (ბჟენით) შესრულებული რესტავრაციებისგან განსხვავებით არ იცვლის ფერს და არ კარგავს სიპრიალეს, შესაძლებელია კბილების რამდენიმე ტონით გაღიავება.
არასასურველი ფორმა
ბევრს აწუხებს არათანაბარი ზომისა და ფორმის კბილები, ტრემები და დიასთემები, რაც ესთეტიკურ დისკომფორტს უქმნის ადამიანს. ვინირების საშუალებით ხდება კბილის ფორმისა და ზომის ცვლილება, ასევე ივსება ტრემები და დიასთემები.
კბილთა ცვეთა
ფიზიოლოგიური ცვეთა გამოწვეულია ასაკის მატებასთან ერთად, მოკლდება კბილის სიგრძე, თუმცა არ ხდება ფუნქციური ცვლილებები. პათოლოგიური ცვეთა კბილის მაგარი ქსოვილების პროგრესული განლევაა, რის გამოც კბილები იცვლიან ფორმას და თანდათან წყვეტენ ნორმალურ ფუნქციონირებას.
კბილთა დგომა
ვინირები აუმჯობესებს კბილებს როგორც ესთეტიურად, ასევე ფუნქციურად. ის აღადგენს როგორც ფორმას, ფერს, რკალში კბილთა დგომას, ასევე აუმჯობესებს ღეჭვის ფუნქციას, რაც ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩვენი ექიმები
მიანდეთ თქვენი ღიმილი პროფესიონალებს
ამიერკავკასიის წამყვანი სპეციალისტები
Before/After
ჩვენი ნამუშევრები
ჩვენი სმაილ დიზაინერების ნამუშევრები